Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებულია ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული 6 ადამიანი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებულია ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული კიდევ 6 ადამიანი. სამინისტროს განცხადებით, უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლება შესაძლებელი გახდა ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის მიერ რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად. დღესვე შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი იმყოფებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლებში, სადაც რუსეთის მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლებამ სისტემატური ხასიათი მიიღო და ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ეს საკითხი კვლავ განიხილება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რომელიც 16 აპრილს გაიმართება ერგნეთში.
XS
SM
MD
LG