Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტისას აფხაზური კოლექტივების ფესტივალებში მონაწილეობის საკითხი დასვა


თურქეთში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ფესტივალში არალეგიტიმური დროშით აფხაზური კოლექტივების მონაწილეობის საკითხიც დასვა - ეს ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე. მისივე ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ემხრობა მსგავს ფესტივალებში აფხაზური კოლექტივების მონაწილეობას და მზად არის ხელი შეუწყოს მათ გადაადგილებას, თუკი ეს კანონის დაცვით მოხდება. მიხეილ სააკაშვილი მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, არასწორი ფორმით მიწვევის გამო საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა სიიდან აფხაზური კოლექტივის ამოღების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა კულტურულ, თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა უცილებლად უნდა მიიღონ, თუმცა მხოლოდ საქართველოს რეგიონის მკვიდრთა სახელით.
XS
SM
MD
LG