Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექსტრემისტული დაჯგუფების მეთაური და წევრები შეიპყრეს


ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ავღანეთისა და კოალიციის ძალებმა ერთობლივი ოპერაციისას პაკისტანში დაბანაკებული ექსტრემისტული დაჯგუფება „ლაშქარი თებას“ ერთ-ერთი მეთაური შეიპყრეს. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია, რომლის დროსაც რამდენიმე ექსტრემისტია შეპყრობილი, ორშაბათს გაზნის მღელვარე პროვინციის ანდარის რაიონში ჩატარდა. არსებობდა ინფორმაცია, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების შეპყრობილი მეთაური კუნარის, ყანდაარისა და ღაზნის პროვინციებში განლაგებული ნატოსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძლების წინააღმდეგ იერიშების სერიას გეგმავდა. ნატოს განცხადებაში არ არის მითითებული შეპყრობილი მეთაურის სახელი. „ლაშქარი თებას,“ რომელიც აკრძალულია პაკისტანში, ბრალი ედება მუმბაიში მომხდარ 2008 წლის ნოემბრის ტერაქტში, რომლის დროსაც 166 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG