Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერბიისა და მაკედონის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს


ევროკომისია, რომელიც ევროპის კავშირის აღმასრულებელი სტრუქტურაა, სამშაბათს აპირებს გამოაქვეყნოს ანგარიში იმ პროგრესის შესახებ, რომელიც კავშირში გაწევრიანების მსურველმა ზოგიერთმა ბალკანურმა ქვეყანამ მიაღწია. ანგარიშში ყურადღება იქნება გამახვილებული იმაზე, თუ რამდენად არიან მზად სერბია და მაკედონია, რათა წარმატებული მოლაპარაკებები დაიწყონ გაწევრიანების თაობაზე. მოსალოდნელია, რომ ანგარიშში ლაპარაკი იქნება ასევე კოსოვოს მხრიდან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზეც. ევროკომისიის ანგარიშამდე, გასულ კვირაში სერბიამ უარყო ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი გეგმა, რომელიც კოსოვოსთან სერბიის ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG