Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში არჩევნების შემდგომ ძალადობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გამოსვლების დროს ძალადობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ვენესუელის პროკურატურა. მონაწილეები კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ნიკოლას მადუროს გამარჯვებას აპროტესტებდნენ. სამშაბათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო დაგეგმილი ოპოზიციის კანდიდატის, ენრიკე კაპრილესის მომხრეთა გამოსვლები. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 50,8 პროცენტი მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა კი 49,1 პროცენტი. კაპრილესი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ ხმის მიცემის დროს ადგილი ჰქონდა ათასობით სამართალდარღვევას. ორშაბათს თეთრმა სახლმა არჩევნების შედეგების აუდიტს „მნიშვნელოვანი, გონივრული და აუცილებელი ნაბიჯი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG