Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ციხისძირის ინციდენტის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც სამხედროებმა სოფლის მკვიდრებს რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენეს, წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და სამხედრო მოსამსახურის პასუხიმგებლობასთან. საია წერს, რომ მიესალმება თავდაცვის სამინისტროს დროულ რეაგირებას და ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელის სამსახურიდან განთავისუფლების, ასევე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების ფაქტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირთა ქმედება ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევას. ამ სახის დანაშაულების პრევენციისთვის აუცილებელია დამნაშავე პირების სათანადო დასჯა - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
XS
SM
MD
LG