Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავდასხმები მოეწყო წინასაარჩევნო შეხვედრების ფონზე


პაკისტანში, სამხრეთ ვაზირისტანში, სარაკეტო თავდასხმები მოეწყო, რის შედეგადაც ქალაქ ვანში, ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა. ამ არეალში აქტიურობენ ისლამისტი რადიკალური ჯგუფები. ჩვენს რადიოს თვითმხილველებმა შეატყობინებს, რომ ქალაქს ხუთი რაკეტა ესროლეს. ორი მათგანი დაეცა იმ ადგილის მახლობლად, სადაც წინასაარჩევნო მიტინგი იმართებოდა. პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 11 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG