Accessibility links

logo-print

“ლუფტჰანზის” გაფიცვა საქართველოსაც შეეხო


"ლუფტჰანზის" თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ერთდღიანი საერთაშორისო გაფიცვის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნჰენის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანიის რეისი არ შესრულდა. ავიაკომპანიამ მგზავრებს ბილეთების სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისების ბილეთებზე გადაცვლა შესთავაზა, რასაც მგზავრთა ნაწილი დათანხმდა. "ლუფტჰანზის" თანამშრომლებმა 24-საათიანი გამაფრთხილებელი აქცია დღეს გამოაცხადეს. ავიაკომპანიის თანამშრომლები ხელფასების მატებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG