Accessibility links

კრემლის წარმომადგენელი დასავლურ მედიას „სტერეოტიპების“ გამო აკრიტიკებს


რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთის მედია რუსეთთან მიმართებაში „ათი წლის წინანდელ სტერეოტიპებს“ იყენებს. რომ გარკვეულწილად მართალია შენიშვნა, რომ ხელისუფლება „ცოტას ლაპარაკობს საკუთარ თავზე“, თუმცა, ბევრ უცხოელ ჟურნალისტს არაფრის მოსმენა არ სურსო, - განაცხადა რუსულ ტელეარხ „რუსეთის 24“-სთან ინტერვიუში დმიტრი პესკოვმა. პესკოვმა განმარტა ასევე კრემლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მოხელეებმა უარი უნდა თქვან უცხოეთის საბანკო აქტივებსა და უცხოურ კაპიტალზე. „ელიტის ნაციონალიზება“ ეს არ არის მართებული ტერმინი, რადგან უნდა მოხდეს საზოგადოების, მთელი საზოგადოების ნაციონალიზება. ელიტა ეს ძალიან ფარდობითი ცნებაა. ხოლო საზოგადოების ნაციონალიზება კი ალბათ უფრო პატრიოტიზმს უკავშირდება“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიცია, რომელსაც პუტინის თანაშემწის თქმით, არ აქვს უნარი იკისროს რეალური პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG