Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენლები მეორე დღეა, აწარმოებენ ცარნაევების დედის დაკითხვას


აშშ-ის წარმომადგენლები დაღესტანში იმყოფებიან ბოსტონის აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილების, ტამერლან და ჯოხარ ცარნაევების მშობლების დასაკითხად. ჩრდილოეთკავკასიელმა უფლებადამცველმა, ხედა სარატოვამ დღეს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ეჭვმიტანილების დედა, ზუბეიდატ ცარნაევა დასაკითხად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ადგილობრივ შტაბბინაში მიიყვანეს. რუსეთში აშშ-ის საელჩომ სამშაბათს დაადასტურა ცნობა ამერიკელი გამომძიებლების დაღესტანში ჩასვლის თაობაზე. როგორც იუწყებიან, ამერიკელებმა სამშაბათს ერთხელ უკვე დაკითხეს ეჭვმიტანილების როგორც დედა, ისე მამა - ანზორ ცარნაევი. ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებს ბრალად ედებათ 15 აპრილს ბოსტონის მარათონხე აფეთქებების მოწყობა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაიჭრა, სულ ცოტა, 260 ადამიანი. ტამერლანი 19 აპრილს დაიღუპა პოლიციასთან ურთიერთსროლისას, ჯოხარი იმავე დღეს, მოგვიანებით დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG