Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოითხოვს 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედში" განვითარებული მოვლენების გამოძიებას


ტელეკომპანია "იმედში" 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროკურატურისადმი ქრისტიან-დემოკრატების ორი თვის წინანდელი მიმართვის მიუხედავად გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. "გუშინ ევროპის სასამართლომ ვადებთან დაკავშირებული საპროცედურო საკითხების გამო უარი თქვა 7 ნოემბერს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვაზე, რომლის სამართლებრივ შეფასებას არ დავიწყებ, თუმცა მინდა დავსვა კონკრეტული შეკითხვა, რატომ არ მიმიდინარეობს 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება?” - განაცხადა ახვლედიანმა. მისივე თქმით, დაზარალებული ჟურნალისტები მზად არიან პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის და თუ გამოძიება უახლოეს მომავალში არ დაიწყება, გაჩნდება ეჭვეი, რომ სამართლიანობა არც ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს.
XS
SM
MD
LG