Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ათაში ავღანეთის საკითხზე მინისტერიალი იმართება


ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში დღეს იწყება ”ავღანეთის საკითხზე სტამბოლის პროცესის” მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ თანამშრომლობის ექვს სფეროზე. ეს სფეროებია: ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონული ვაჭრობის განვითარება, საგანგებო ვითარებებში თანამშრომლობა, თანამშრომლობა მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. ”ავღანეთის საკითხზე სტამბოლის პროცესის” დაწყების შესახებ დეკლარაციას 2011 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი: ავღანეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, პაკისტანმა, რუსეთმა, საუდის არაბეთმა, ტაჯიკეთმა, თურქეთმა, თურქმენეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
XS
SM
MD
LG