Accessibility links

უსუფაშვილი ეთნიკურ წმენდაში პუტინს ადანაშაულებს


2008 წელს მომხდარ ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელია რუსეთი, როგორც სახელმწიფო და ვლადიმერ პუტინი, როგორც ამ სახელმწიფოს პირველი პირი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "აქცენტებში" მას შემდეგ განაცხადა, რაც გადაცემის წამყვანმა ის შეკითხვა დაუსვა, რითაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სტრასბურგში გამოსვლისას პოლონელმა დეპუტატმა მიმართა. „რაც შეეხება ამ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილის პასუხს, ის აბსოლუტურად სწორი იყო. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ტრაგიკულმა შეცდომებმა მისცა საშუალება რუსეთს განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, მოეხდინა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და ჯერჯერობით რჩება ეს ყველაფერი. დიახ, მიხეილ სააკაშვილის შეცდომებმა მიგვიყვანა ჩვენ ამ სიტუაციამდე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე განმარტებით, ივანიშვილმა სტრასბურგში გამოსვლისას ღიად დააფიქსირა, რომ საქართველო არის რუსული აგრესიის მსხვერპლი და რუსეთს ამიტომ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.
XS
SM
MD
LG