Accessibility links

logo-print

საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა


27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ საშუალოდ 32-33% შეადგინა. ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და აქტივობები კი ასე გადანაწილდა - ნაძალადევში ამომრჩეველთა 28%-მა მიიღო მონაწილეობა, ბაღდათში - 36%, სამტრედიაში კი - 43%-მა. ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, არჩევნებმა მშვიდად და ექსცესების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ცესკოში შესულია მხოლოდ 3 საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, შუალედურ არჩევნებზე წინასწარი მონაცემები შუა ღამისთვის გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო მონაცემებს ცესკო 10-12 დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG