Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი


თბილისში მიმდინარეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის Rose-Roth-ის სემინარი თემაზე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკა, ევროინტეგრაცია და შიდა გამოწვევები. სამდღიან სემინარში ალიანსის წევრი სახელმწიფოების, სამხრეთ კავკასიის და აზიის ქვეყნების პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი გახსნეს ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომლებმაც დღესვე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ნატოსთან ინტეგრაციის გზა არცერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა იოლი და მოკლე, და განსაკუთრებით ეკლიანი და რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სირთულემ არ უნდა დააბრკოლოს არც საქართველო და არც მისი ნატოელი პარტნიორები და უნდა შესრულდეს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ”მე დღეს ვიხუმრე კიდეც, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, ეს კარი ღიააო და ახლა პრემიერ-მინისტრმა და მე ვიკითხეთ, შეგვიძლია, თუ არა ამ კარში შემოსვლა?” - განაცხადა პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პასუხად მიიღეს, რომ შესვლა შეგვიძლია, მაგრამ სიჩქარე სწორი არ იქნება, თუმცა მუდმივად წინ უნდა ვაიროთ.
XS
SM
MD
LG