Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს შეხვდა მოსკოვში. ეს ბოლო ათ წელიწადში ორი ქვეყნის ლიდერების პირველი მოლაპარაკებაა. მათი შეხვედრის მთავარი თემა ტერიტორიული უთანხმოებაა, რისი მოუგვარებლობაც არ აძლევს საშუალებას ორ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ. დავა ეხება კუნძულების ჯგუფს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაიკავა მეორე მსოფლო ომის დროს და რომელიც იაპონიის ტერიტორიაა. პუტინი და აბე ეკონომიკის თემებზეც იმსჯელებენ. იაპონიის პრემირს ბიზნესმენთა 120 კაციანი დელეგაცია ახლავს.
XS
SM
MD
LG