Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო ტიმოშენკოს საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დღეს იულია ტიმოშენკოს პატიმრობის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო. ტიმოშენკო აცხადებს, რომ მის მიმართ საქმე ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ შეთითხნა და მას არაადამიანურ გარემოში ამყოფებს. ევროპის სასამართლო დღეს ტიმოშენკოს დაკავების პირობებზე იმსჯელებს. ტიმოშენკოს საქმემ დაძაბა უკრაინის ურთიერთობა დასავლეთთან. ევროკავშირი და აშშ თვლიან, რომ იულია ტიმოშენკოს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და შერჩევითი სამართლის ნიმუშია.
XS
SM
MD
LG