Accessibility links

logo-print

ბოსტონის აფეთქებების საქმეზე სამი ახალი ეჭვმიტანილი წარდგა სასამართლოს წინაშე


სამი ახალგაზრდა, რომელსაც ბოსტონში აფეთქებების საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ედება ბრალი, ოთხშაბათს ბოსტონის სასამართლოს წინაშე წარდგა. ეჭვმიტანილებს, მინიმუმ სასამართლოს შემდეგ სხდომამდე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა. ყაზახეთის ორი მოქალაქის, 19 წლის ახალგაზრდების – აზამატ ტაჟაიაკოვისა და დიას კადირბაევის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მიუძღვით ბრალი 15 აპრილის აფეთქებებში. ყაზახეთის მოქალაქეები ჯოხარ ცარნაევის მეგობრებად ითვლებიან და მათ ბრალი ედებათ სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. მესამე ეჭვმიტანილია აშშ–ის მოქალაქე რობელ ფილიპოსი. მას ბრალად ედება გამოძიებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. სამივე ეჭვმიტანილს ბრალად ედება აგრეთვე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის საცხოვრებელში, ცარნაევის ოთახიდან მისი ზურგჩანთისა და კომპიუტერის გატანა. სასამართლოს შემდეგი სხდომა 14 მაისს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG