Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აქციაზე მომხდარი ინციდენტისას ოთხი ადამიანი დააკავეს


თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, შაბათს მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. ინციდენტი დაიწყო, როცა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაში მონაწილეებთან მივიდა ათამდე ახალგაზრდა და მომიტინგეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდებიან. ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG