Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე, ირანი და არაბთა ლიგა გმობენ სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმას


ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამად მურსიმ დაგმო სირიაში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები და მათ უწოდა „საფრთხე რეგიონის სტაბილურობისათვის“. ირანმა და არაბთა ლიგამაც დაგმეს დარტყმები, რომლებიც მიმართული იყო ირანში დამზადებული რაკეტებით დატვირთული ავტოკოლონის წინააღმდეგ. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რაკეტები ლიბანში დაფუძნებული ექსტრემისტული ჯგუფის, „ჰიზბოლასთვის“ უნდა მიეწოდებინათ. კვირას ისრაელმა ბოლო სამ დღეში უკვე მეორე იერიში განახორციელა სირიის წინააღმდეგ. სირიაში ორ წელიწადზე მეტი ხანია, გრძელდება სამოქალაქო დაპირისპირება. კონფლიქტის შედეგად, გაეროს ბოლო მონაცემებით, 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG