Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი რუსეთს სირიის მიმართ „საერთო პოზიციისკენ“ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც ამ რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და მოუწოდა რუსეთის ლიდერს, რომ შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია სირიის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დაწყების წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის პრობლემის მიმართ რუსეთსა და აშშ-ს მრავალი საერთო ინტერსი აქვთ: „აშშ დარწმუნებულია, რომ ჩვენ სირიასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები გვაქვს. ეს არის რეგიონის სტაბილურობა, ის, რომ ექსტრემისტებმა ვერ მოახერხონ პრობლემების შექმნა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, ჟენევის კომუნიკეში ორივე მხარემ გამოვხატეთ საერთო პოზიცია. ასე რომ, მჯერა, რომ დღეს შევძლებთ მცირე წინსვლას და დღესვე გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა საერთო ენის გამონახვას.“ ვლადიმირ პუტინს ღიად სირიის საკითხზე არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის გახსნისას, პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი და იმედი აქვს, რომ აშშ-ის ლიდერთან წლის განმავლობაში არაერთ შეხვედრას გამართავს.
XS
SM
MD
LG