Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა აშშ-ის FBI-ს დირექტორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რობერტ მიულერმა და ბიძინა ივანიშვილმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. პრემიერმა აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთვის უდიდესი შანსი უწოდა და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისადმი აშშ-ის ინტერესის კიდევ უფრო გასაზრდელად. დღესვე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და შსს-ს წარმომადგენლებს. აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სოჭის ოლიმპიადის მოახლოების გამო, რობერტ მიულერი რეგიონში საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG