Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში აფეთქდა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი. როგორც ქალაქ ბანუდან ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, აფეთქებას ემსხვერპლნენ ერთი პოლიციელი და ორი ქალი, სამოქალაქო პირები. ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილია ათობით ადამიანი. როგორც იუწყებიან, თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული მანქანით მივიდა პოლიციის სადგურის შენობასთან. აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სადგურის შენობა და დაინგრა ახლოს მდებარე ნაგებობები. ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ქალაქი ბანუ მდებარეობს ჩრდილოეთ ვაზირისტანის თემური რეგიონის საზღვართან. ამ რეგიონს ალ-ყაიდის და თალიბანთან დაკავშრებული ჯგუფების წევრები აფარებენ თავს.
XS
SM
MD
LG