Accessibility links

logo-print

ჯონ კერი რომში სირიის შესახებ გამართავს მოლაპარაკებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი იტალიაში ჩავიდა, სირიის სამოქალაქო ომის შესახებ მოლაპარაკების გამართვის მიზნით. კერი შეხვდება იტალიის ახალი მთავრობის წევრებს, ისევე როგორც ისრაელის და იორდანიის ოფიციალურ პირებს. კერი რომში ჩავიდა მოსკოვიდან, სადაც რუსეთის ლიდერებთან ისაუბრა სირიაში ორი წლის მანძილზე მიმდინარე ომის შესახებ. სამშაბათს გვიან საღამოს გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რუსეთი და აშშ შეეცდებიან საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას, რომელზეც სირიის მთავრობა და ოპოზიციის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთსო. ისრაელის იუსტიციის მინისტრ ციპი ლივნისთან და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ იუდესთან შეხვედრების დროს კერი ასევე განიხილავს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხს - რომელიც 2008 წლის შემდეგ ფაქტობრივად შეჩერებულია.
XS
SM
MD
LG