Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

83 წლის მონაზონს პატიმრობა ელის


83 წლის ამერიკელ მონაზონ მეგან რაისს დაპატიმრება ელის. მას ბრალად ედება გასულ წელს ბირთვული იარაღის წინააღმდეგ გამართული აქციების ფარგლებში, ურანით გამდიდრებულ საცავში უკანონოდ შესვლა. მას პატიმრობა სხვა ორ აქტივისტთან ერთად ელის. 2012 წელს მათ გაჭრეს რკინის ცხაური, რომელიც შტატ ტენესიში მდებარე კომპლექსს ჰქონდა გარს შემორტყმული და შევიდნენ დაწესებულების ყველაზე დაცულ ზონაში, სადაც მათ განათავსეს პლაკატები და კედლებს მცირე დაზიანებები მიაყენეს. მონაზონმა მეგანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ ნანობს თავის საქციელს და მხოლოდ და მხოლოდ იმაზე წუხს, რომ მთელი 70 წელი ელოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.
XS
SM
MD
LG