Accessibility links

ბანგლადეშში გაჩენილ ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


ბანგლადეშის დედაქალაქ დაკეში ტანსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს სამართალდამცავების განცხადებით, სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინციდენტამდე ორი კვირით ადრე ფაბრიკის რვასართულიანი ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 324 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი ფაბრიკაში მისი დახურვის შემდეგ გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის სახელდება კომპანიის მმართველი დირექტორი და პოლიციის ინსპექტორი. ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბანგლადეშის ხელისუფლება აძლიერებს კონტროლს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. ამ პროცესის ფარგლებში 18 ფაბრიკაა დაკეტილი.
XS
SM
MD
LG