Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სიტყვით გამოვიდა გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე და განაცხადა, რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ახალი ომის წამოწყება ვერავინ გაბედოსო“. აღლუმი ტელევიზიით გადაიცა. წითელ მოედანზე ჩამოიარა ათასობით სამხედრომ, ჩამოატარეს ტანკები და რაკეტები. 1945 წლის 9 მაისს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე რუსეთში ყოველწლიურად აღინიშნება. 9 მაისი იქ ეროვნულ დღესასწაულად არის გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG