Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში საპროტესტო აქცია გაიმართა


სერბიის დედაქალაქში, პარასკევს გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გამოვიდნენ სერბიასა და მის ყოფილ, თვითგამოცხადებულ ოლქს, კოსოვოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგ, რაშიც მხარეებს ევროკავშირი უწევს შუამავლობას. სერბიაში ულტრანაცმიონალისტები ფიქრობენ, რომ კოსოვოსთან მიღწეული შეთანხმება ბელგრადის მიერ ოლქის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია. ამავე აზრზე არიან კოსოვოსში მცხოვრები სერბების ლიდერები. ბელგრადში გამოსვლა მათი ორგანიზებული იყო.
XS
SM
MD
LG