Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და სეული სამხედრო სწავლებებს მართავენ


ვაშინგტონმა და სეულმა ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლებები სამხრეთ კორეის ნაპირებთან დაიწყეს. ამის შესახებ სამხრეთკორეული პრესა იუწყება. სწავლებები ორ დღეს გასტანს. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სწავლებების ჩატარების წინააღმდეგ განცხადება გააკეთა და მას ჩრდილოეთ კორეის მისამართით განხორციელებული ღია მუქარა და შანტაჟი უწოდა. აპრილის ბოლოს სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა დაასრულეს ფართომასშტაბიანი სწავლება სახელწოდებით ”ახალგაზრდა არწივი”, რომელმაც ორ თვეს გასტანა.
XS
SM
MD
LG