Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთ მეამბოხეთა პირველი კონტინგენტი თურქეთიდან ერაყში ჩავიდა


ქურთ მეამბოხეთა პირველი კონტინგენტი, ანკარასთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, ერაყის ქურთისტანში ჩავიდა. სამშაბათს დილით ”ქურთების მუშათა პარტიის” მცირე შეიარაღებულ ჯგუფს ერაყში თანაპარტიელები შეეგებნენ. ”ქურთების მუშათა პარტია” 29 წლის განმავლობაში იბრძოდა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც 45 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ახლა ქურთი მეამბოხეები ტოვებენ თურქეთის ტერიტორიას და თურქეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებისამებრ, ერაყში განთავსდებიან. მიმდინარე წლის მარტში ”ქურთების მუშათა პარტიის” პატიმრობაში მყოფი ლიდერი - აბდულა ოჯალანმა თანამებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტისა და თურქეთიდან მეომრების გაყვანისკენ მოუწოდა. ”ქურთების მუშათა პარტიის” მეომრები ფეხით მიემართებიან ერაყის ქურთისტანისკენ.
XS
SM
MD
LG