Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრები ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდაზე შეთანხმდნენ


ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ ევროკავშირის 2013 წლის ბიუჯეტის 7,3 მილიარდი ევროთი გაზრდაზე. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის 130-მილიარდიან ბიუჯეტს მიმდინარე წელს 11 მილიარდ ევრომდე დეფიციტი აქვს. შეთანხმება მიღწეულ იქნა სამი თვის თავზე, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე, შეემცირებინათ ევროკავშირის სამომავლო ხარჯები. ზოგი წევრი ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ეწინააღმდეგება დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, რომელსაც ამჟამად როგორც პოლიტიკურ კომპრომისს, ისე განიხილავენ. მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხა გამოყენებული იქნება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად.
XS
SM
MD
LG