Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნარმანია: ”კახეთში ინფრასტრუქტურულმა ზიანმა 392 000 ლარი შეადგინა”


კახეთში სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურულმა ზიანმა 392 000 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობების ფარგლებში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელმაც აღწერა 4 სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული ზიანი. მინისტრის განცხადებით, გუშინ გვიან საღამოს დასრულდა აღწერის პროცესი. დავით ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყოფა ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა მოხდეს ზიანის აღდგენა. ეს ეხება როგორც ხევების გაწმენდას, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და გზის მოსწორებას. რაც შეეხება მოსახლეობის ზარალს, ნარმანიას განცხადებით, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს.
XS
SM
MD
LG