Accessibility links

საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა


საფრანგეთში დაკანონდა ერთსქესიანი ქორწინება და ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის უფლება. შესაბამის კანონპროექტს დღეს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. საფრანგეთი ევროპაში მერვე, მსოფლიოში მე-14 ქვეყანაა, რომელშიც დაშვებულად გამოცხადდა ერთსქესიანი წყვილების ქორწინება. კანონის მიღებას წინ უსწრებდა რამდენიმე მასობრივი საპროტესტო გამოსვლა და შესაბამისი კანონპროექტის გასაჩივრება, მაგრამ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ ერთსქესიანი ქორწინება არ არის მიმართული საფრანგეთის „კონსტიტუციის რომელიმე პრინციპის“ წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG