Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება აგრესიულ ქმედებებს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სამებაში ქადაგებისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში განვითარებულ პროცესებს. ილია მეორის თქმით, "რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლის დანერგვაც საქართველოში სურთ, მაგრამ, ასევე ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა". საპატრიარქომ ამავე თემაზე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ აქციას ჰქონდა „პროვოკაციის ხასიათი“ , რადგან ამგვარი აქციები მოსახლეობის უმრავლესობაში აღიქმება ჰომოსექსუალების პროპაგანდად. „მიუხედავად ამისა, ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჯდება. სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას მიაყენეს ზიანი. საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენი მხრიდანაც მივიღებთ სათანადო ზომებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG