Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზმში ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში ჰომოსექსუალთა ქორწინების წინააღმდეგ პროტესტისთვის


ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების კანონის წინააღმდეგ საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში გამართულ დემონსტრაციებში ათეულათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციების მონაწილეები შეიკრიბნენ პარიზის სამ სხვადასხვა უბანში და გაემართნენ ცენტრში მდებარე, „ინვალიდების სახლისკენ“. იქ გაიმართა მიტინგი მრავალი ათასი ადამიანის მონაწილეობით. დემონსტრანტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა პოლიციის 4500 კაციანი შენაერთი. დღესვე პოლონეთში გაიმართა ფრანგებისადმი სოლიდარობის აქცია, რომლის მონაწილეებიც ოჯახურ ფასეულობებს ემხრობიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების კანონს ხელი მოაწერა 18 მაისს. ეს კანონი დაქორწინებულებს ბავშვის აყვანის უფლებას აძლევს. საფრანგეთი მსოფლიოს მე-14 ქვეყანაა, სადაც ასეთი ქორწინება ნებადართულია.
XS
SM
MD
LG