Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს


70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ერაყის დედაქალაქში, ძირითადად შიიტებით დასახლებულ არეალში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ორშაბათს ბაღდადში 12-ზე მეტი აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე. აქამდე მსგავს თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებდნენ სუნიტი ისლამისტები და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მეამბოხეები. ბოლო ორი თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ერაყში მომხდარ აფეთქებებს.
XS
SM
MD
LG