Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი იუწყება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ახალ შემთხვევებზე


გაეროში ბრიტანეთის ელჩის, მარკ ლაიალ გრანტის განცხადებით, ბრიტანეთმა გაეროს გენერალურ მდივანს წერილობით შეატყობინა სირიის მთავრობის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ახალი შემთხვევების შესახებ. ბრიტანელი დიპლომატის თქმით, ეს შემთხვევები მარტითა და აპრილით თარიღდება. წელს უფრო ადრე, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს მოუწოდეს, გამოძიებულ იქნეს დამასკის, ალეპოსა და ჰომსის მახლობლად ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სამი შემთხვევა. გაერომ გამომძიებლების საგანგებო ჯგუფი შექმნა, მაგრამ ის სირიის ტერიტორიაზე არ შეუშვა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტმა, რომელიც სირიაში მესამე წელია, გრძელდება, სულ ცოტა, 80 000 ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG