Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის მრჩეველი: რუსეთი დამასკთან იარაღის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებებს შეასრულებს


რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დაიცვა თავისი მთავრობის უფლება, მიაწოდოს სირიას იარაღი. იური უშაკოვმა განაცხადა პარასკევს, რომ მოსკოვი შეასრულებს დამასკთან არსებულ ხელშეკრულებებს, მაგრამ არ აპირებს დადოს ახალი კონტრაქტები. უფრო ადრე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმშენებელმა კომპანიამ, „მიგმა“ განაცხადა, რომ ის შეასრულებს ხელშეკრულებებს და მიაწოდებს საბრძოლო თვითმფრინავებს დამასკს. „მიგის“ დირექტორმა, სერგეი კოროტკოვმა თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება დამასკისთვის სულ მცირე ათი ცალი „მიგ-29“ის მიწოდების თაობაზე. რუსეთის მედიაზე დაყრდნობთ გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა სირიას, ანტისაზენიტო სარაკეტო კომპლექსები „ეს-300“, შეიძლება წელს არ მიაწოდოს. ხუთშაბათს სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სირიამ უკვე მიიღო „ეს-300-ების“ პირველი პარტია.
XS
SM
MD
LG