Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პირველი ივნისიდან მოწევა აიკრძალა საჯარო ადგილებში


პირველ ივნისს რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო თავშეყრის ადგილებში სიგარეტი მოწევას კრძალავს. კანონის მიზანია ორჯერ შეამციროს მწეველთა რაოდენობა და ხელი შეუწყოს საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კერძოდ, კანონი კრძალავს სიგარეტო მოწევას სკოლებში, უნივერსიტეტებში, მუზეუმებში, სპორტულ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მომავალ წელს კი აკრძალვა გავრცელდება ასევე სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზეც. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, სიგარეტს რუსეთის თითქმის 40 პროცენტი ეწევა. შედარებისათვის, მწეველთა რაოდენობა აშშ-ი 27, ხოლო საფრანგეთში - 30 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG