Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება დიპლომატებს კონფლიქტის ზონაში ჩასვლას სთავაზობს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთავაზობს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტისა და დიპლომატების შეხვედრაზე დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შსს სთავაზობს დიპლომატებს, რომ პარასკევს ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას. მანამდე შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი დღევანდელ შეხვედრაზე ინფორმაციას მიაწვდის დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ. მისივე თქმით, თავის მხრივ დიპლომატები ინფორმაციას მიაწვდიან თავიანთ სახელმწიფოებს აღნიშნული საკითხის შესახებ.
XS
SM
MD
LG