Accessibility links

logo-print

გერმანიაში, ავსტრიასა და ჩეხეთში კვლავ ებრძვიან წყალდიდობას


წყალდიდობა გრძელდება გერმანიასა და ჩეხეთში. როგორც გერმანიის მედიასაშუალებები იტყობინებიან, ქალაქ პასაუში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, წყლის დონემ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც იქ მეთექვსმეტე საუკუნის მერე არ დაფიქსირებულა. ქალაქის დიდ ნაწილში გადაადგილება მხოლოდ ნავებით არის შესაძლებელი. ციხიდან გაიყვანეს პატიმრებიც. მეზობელი ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მეხანძრეები და სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, რათა პრაღაში წყლის დონემ იკლოს. ამ დროისათვის ჩეხეთში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ავსტრიის რამდენიმე რაიონსაც.
XS
SM
MD
LG