Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე ასობით დემონსტრანტი რჩება


სტამბოლში, ფართომასშტაბიანი აქციების მეოთხე დღეს, ტაქსიმის მოედანზე კვლავაც რჩება ასობით დემონსტრანტი. თურქეთის პროფკავშირებმა დემონსტრანტების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამო სამშაბათიდან ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. სტამბოლში არეულობა მოჰყვა პარასკევს ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მიმართული იყო ტაქსიმის მოედნის მახლობლად მდებარე პარკში დაგეგმილი სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობის წინააღმდეგ. პოლიციამ დემონსტრანტთა დასაშლელად საბრძოლო ვაზნები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ხელისუფლება იტყობინება, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. სხვადასხვა ქალაქში ასობით დემონსტრანტია დაშავებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დემონსტრანტები გააკრიტიკა, საპროტესტო აქციებს კი ანტიდემოკრატიული უწოდა. თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 19 წლის ქართველი სტუდენტი ბიჭიც დაშავდა. ამის შესახებ ანკარაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მან დაშავებული სტუდენტი უკვე მოინახულა. კონსულის განცხადებით, ქართველი სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეანიმაციაში იმყოფება. ”როგორც თავად მითხრა, აქციის მონაწილე არ ყოფილა და ინციდენტში შემთხვევით მოხვდა”, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
XS
SM
MD
LG