Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველო" მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვს


მთავარი პროკურორის გადადგომა მოითხოვა პარტიამ "თავისუფალი საქართველო". მისი ლიდერის კახა კუკავასთვის მიუღებელია არჩილ კბილაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების პასუხიმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან ისინი ხელმძღვანელების ბრძანებას ასრულებდნენ. "ჩვენ ვითხოვთ კბილაშვილის გადადგომას, რადგან ბოლო თვეებმა ცხადყო, რომ მას პროკურორობა არ გამოსდის და აჯობებს ისევ ბანკირების ადვოკატობით დაკავდეს”, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კუკავამ. მისივე თქმით, 26 მაისის ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯანაშვილი ამჟამადაც შსს-ში მუშაობს.
XS
SM
MD
LG