Accessibility links

ობამა ჩინეთის „მშვიდობიან განვითარებას“ მიესალმება


აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმება ჩინეთის „მშვიდობიან განვითარებას“. ამის თაობაზე ბარაკ ობამამ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან კალიფორნიაში მიმდინარე ორდღიანი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. ობამა იმედოვნებს, რომ აშშ-ი და ჩინეთი ერთობლივად იმუშავებენ კიბერ-უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრაზე, რაც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების საგანია. მიუხედავად მოუგვარებელი სფეროებისა, ორივე ქვეყანას სურს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. სი ძინპინიც იმედოვნებს ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავებას და აცხადებს, რომ ჩინეთს და აშშ-ს „დიდი ქვეყნების“ თანამშრომლობის მოდელის შექმნა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG