Accessibility links

logo-print

კარზაი კატარში ჩავიდა თალიბებთან მოლაპარაკებების ჩატარების პერსპექტივებზე მოსათათბირებლად


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი კვირას კატარში ჩავიდა იქ ავღანეთის ხელმძღვანელობასა და თალიბებს შორის მოლაპარაკებების ჩატარების პერსპექტივებზე მოსათათბირებლად. არც ისე დიდი ხნის წინათ კარზაიმ მხარი დაუჭირა კატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბების წარმომადგენლობის გახსნას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქაბულსა და ისლამისტებს შორის კონტაქტებს. წარსულში თალიბები უარს ამბობდნენ კარზაის მთავრობასთან დიალოგზე, მას შეერთებული შტატების მარიონეტს უწოდებდნენ და ვაშინგტონის ინტერესებისთვის მოქმედებაში სდებდნენ ბრალს. ავღანეთის ხელისუფლების გეგმები მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ქვეყნიდან ნატოს სამხედრო შენაერთების გაყვანასთან, რაც 2014 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG