Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავდასხმები მოეწყო ორ მნიშვნელოვან ობიექტზე


ავღანეთში ექსტრემისტებმა თავდასხმები განახორციელეს მნიშვნელოვან ობიექტებზე ქაბულში და სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში. ქაბულის პოლიციის ცნობით, მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს მშენებარე ობიექტებზე ქაბულის მთავარ აეროპორტთან, სადაც ნატოს სარდლობის ცენტრია განთავსებული. მეამბოხეებმა ფრთოსანი რაკეტები დაუშინეს აერპორტის პერიმეტრს. პოლიცია აცხადებს, რომ უშიშროების ძალებმა მოკლეს შვიდივე თავდამსხმელი. ხოლო ზაბულის პროვინციაში, პოლიციის უფროსის მოადგილემ უთხრა ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის კორესპონდენტს, რომ 18 ადამიანი დაიჭრა პროვინციის საკრებულოს წინააღმდეგ მიმართული აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ამავე წყაროს ცნობით, ექვსმა თავდამსხმელმა სცადა საკრებულოს შენობაში შეჭრა, მაგრამ უშიშროების ძალებმა სწრაფად მოახდნეს რეაგირება და ყველა თავდამსხმელი მოკლეს. თალიბანის წარმომადგენელმა იკისრა ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG