Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს


არგენტინის ყოფილ პრეზიდენტ კარლოს მენემს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, გასული საუკუნის 90-ან წლებში ეკვადორსა და ხორვატიაში იარაღის კონტრაბანდაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. სასამართლომ ბუენოს-აირესში ხუთშაბათს დაადგინა, რომ 82 წლის მენემი დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს სასჯელის მოხდას. მაგრამ მენემი ამჟამად სენატორია და საპატიმროში მის მოთავსებამდე პარლამენტი უნდა დათანხმდეს მისთვის იმუნიტეტის მოხნას. მენემი ორი ვადით იყო არგენტინის პრეზიდენტი, 1989-1999 წლებში. მას სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრების უფლება აქვს.
XS
SM
MD
LG