Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა სტუდენტების საპროტესტო აქციას


მივესალმები სტუდენტების პოლიტიკურ აქტიურობას და ვისურვებ, რომ ეს აქტიურობა უფრო შინაარსობრივი იყოს და მათ ღრმად ჩაიხედონ მიმდინარე პროცესებსა და კანონმდებლობაში - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა. განათლების კანონში შესატან ზოგიერთ ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობის გარდა ეწინააღმდეგება უმრავლესობის წევრთა ნაწილი. ლევან ბერძენიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელია დებულება, რომლის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ” არ მიმაჩნია სწორად, რომ თუნდაც დროებით შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტების ავტონომია და მირჩევნია, უნივერსიტეტის საბჭომ აირჩიოს ვინმეს წარმოდგენით არასასურველი რექტორი, ვიდრე ის დანიშნოს პრეზიდენტმა, პრემიერმა თუ მინისტრმა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. თავის მხრივ, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობა მზად არის მოისმინოს კრიტიკული აზრი. "ჩვენი ხელისუფლება ორიენიტრებულია ცვლილებებზე და არა პიროვნულ ან პოლიტიკურ დევნაზე და ნებისმიერ დროს მზად ვართ მოვისმინოთ აზრი და არა ისტერია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
XS
SM
MD
LG