Accessibility links

logo-print

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტში კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება


პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტური. დღეს კენჭს უყრიან ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა ოთხშაბათის სესიაზე გახდა საჭირო. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობა არ მონაწილეობდა, ხმების 2/3 ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
XS
SM
MD
LG