Accessibility links

logo-print

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანი ლიდერობს


ირანში, პარასკევს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, დიდი უპირატესობით ლიდერობს ზომიერი შიიტი სასულიერო პირი ჰასან როჰანი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსტაფა მოჰამად ნაჯარმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1631 საარჩევნო უბანზე დათვლილი 826 649 ხმიდან თითქმის ნახევარი (401 949) როჰანის ეკუთვნის. მისმა უახლოესმა კონკურენტმა, თეირანის მერმა მოჰამად ბაქარ ყალიბაფმა 126 899 ხმა მოაგროვა. სულ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა ექვსი კანდიდატი, რომელთა შორის იყო ორი გავლენიანი კონსერვატორი პოლიტიკოსი საიდ ჯალილი და აკბარ ველაიათი. ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელსაც ამ თანამდებობაზე ყოფნის მეორე ოთხწლიანი ვადა ამოეწურა, არჩევნებში არ მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG